მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აღნიშნული ფაქტის გამო სანაპიროზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისმხობს.