მტკვრის დონის 30 სანტიმეტრით მომატების გამო ასპინძის გამგეობამ საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზაცია გამოაცხადა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს შეხვდა.
მურღულიას მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მდინარის დონე დაშვებულ ნიშანსაც არ აღწევს.
რაც შეეხება ასპინძის გამგებელს, ლევან ცაბაძე ირწმუნება, რომ მობილიზაცია 3 დღის წინ გარემოს სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოაცხადეს. თავის დაზღვევის მიზნით თურქულ მხარესთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან წყალს 2 დღის მანძილზე არ გამოუშვებენ.