ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შემდეგ საცხოვრებელი ადგილი 240 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

 

იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

როგორც BBC იუწყება, მომხდარი მიწისძვრის გამო ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. ბოლო დღეებში კუნძულ კიუშიუზე მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად კი კუნძული 240 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო მონაცემებით ორივე მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანია დაღუპული, აქედან 32 ადამიანი ქალაქ კუმამოტოში დაიღუპა, სადაც 7 მთელი სამი მეათედი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. აქ დაშავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

სეისმოლოგები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგები სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება და უკვე 358 რყევაა დაფიქსირებული. შეშინებული მოსახლეობა შენობებში შესვლაზე უარს აცხადებს და ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევს.

იტვირთბა....