ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თსუ-ს პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება

თსუ-ს მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია. შესასვლელი კარები აუდიტორია 115-ის წევრებმა სხვადასხვა სახის ავეჯით გადაკეტეს.

მთელი ღამის განმავლობაში 50 სტუდენტი ადგილზე იმყოფებოდა. შენობის აივანზე კი გამოფენილია ბანერი წარწერით “ავტონომია უნივერსიტეტს.”

სტუდენტები განმარტავენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ითხოვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, ოდეერების საკითხის შესწავლას, თვითმმართველობის გაუქმებას.

დღის მეორე ნახევარში კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც ის მომღერლები და ცნობილი სახეები ჩაატარებენ, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.

იტვირთბა....