ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი უმრავლესობაში შემავალი პარტიების ლიდერებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრა„ქართული ოცნების“ ოფისში შედგა.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები და საპარლამენტო საქმიანობა. საუბარი იყო “საარჩევნო კოდექსზე”, სხვადასხვა წინადადებაზე, რომელიც ვიცით, რომ გვაქვს, მაგალითად, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, საპარლამენტო ოპოზიციიდან, ყველა ტიპის შესაძლო ცვლილების განხილვა იყო დღევანდელ შეხვედრაზე,“ – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

პარლამენტის „ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის, გოგი თოფაძის, თქმით, საუბარი შეეხებოდა პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების შეღავათებს.

ასევე პარლამენტის „ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების“ მდივნის, ზურაბ ტყემალაძის, თქმით, რა თემებზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, ამასთან დაკავშირებით პრემიერი ისაუბრებს.

 

 

იტვირთბა....