თბილისში, წერეთლის გამზირზე, ძლიერის ქარის მიერ წაქცეული ხე მამაკაცს დაეცა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები მოქალაქე ხატია სულაბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ძლიერმა ქარმა ხე მაშინ წააქცია, როდესაც ტაქსის მძღოლმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოძახებებმა იმატა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ქარმა ხე მეტროსადგურ „ახმეტელის მეტროსთანაც“ წააქცია.