საქართველოს პარლამენტმა უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლიციის პროექტს, რომელიც ”თავისუფალმა დემოკრატებმა” მოამზადეს, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას, ასევე არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევა, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.