ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველი ქალი დუბაიში ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს

დუბაიში ხუთშაბათს დილით ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს. შიშველი ქალის ცხედარი, რომელიც ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს,  დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვესთან აღმოაჩინეს.-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა “გალფ ნიუსის” ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციას  დაღუპულის მეგობარმა გოგონამ აცნობა, რომელიც იმ მომენტში ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულის ასაკი 25 წელს არ აღემატება. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იპოვეს მისი მეგობარი გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ძირს იწვა. გოგონა ასევე გაუპატიურებული და ნაცემია.

24 წლის გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობდა და მასთან კონტაქტის დამყარებისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.

დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

როგორც „მეტრონომს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამის შესახებ ამოწმებენ.

bus

იტვირთბა....