ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა. მისი გადადგომა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირდება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ინდიფენდენთი“ წერს.
ჟაკლინ განალმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 22 მარტს აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ოპოზიციამ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მინისტრმა რეალური საფრთხეები უგულვებელყო და სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიმართა.
ოპოზიციამ 2015 წლით დათარიღებული ევროკავშირის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტიც გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბელგიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად არის დაცული.
ჟაკლინ გალანმა განცხადება ხელმოსაწერად უკვე წარუდგინა პრემიერმინისტრს.