ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოროშენკომ, მერკელმა და ოლანდმა რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

სამი ქვეყნის ლიდერმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რუსეთის ხელისუფლებას ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. -ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

მათ სატელეფონო საუბრისას სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

 

ცნობისთვის, აპრილის დასაწყიში უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, რომელსაც რუსულმა სასამართლომ 22 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მშრალი შიმშილობა დაიწყო.

 

14 აპრილს, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

BBC

იტვირთბა....