ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებულმა დირექტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შესაბამისი მოთხოვნით დღეს იუსტიციის სამინისტროს მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის იფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, ყოფილი დირექტორები ბავშვებისა და პედაგოგების უფლების დაცვაზე იმუშავებენ.
გარდა ამისა ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებულებმა მათი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ მერიის შიდა აუდიტის მონიტორინგის შედეგად რამდენიმე ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევის აღმოჩენის გამო გათავისუფლდა.