aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ბანკის დაყაჩაღებაზე დეტალებს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფატქზე შსს დეტალებს აქვეყნებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ბანკის ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა. შსს-ში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად კი ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს.

აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

bog

bog1

იტვირთბა....