დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა, სადაც ნახევარფინალისტთა წყვილების ვინაობა გაირკვა.
წილისყრის მიხედვით გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
მანჩესტერ სიტი : მადრიდის რეალი
მადრიდის ატლეტიკო : მიუნხენის ბაიერნი
პირველი ნახევარფინალური მატჩები 26-27 აპრილის გაიმართება. 26-ში სიტი რეალს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში ატლეტიკო ბაიერნს. განმეორებითი მატჩები ზუსტად ერთი კვირის შემდეგ 3-4 მაისს გაიმართება.