ჯანდაცვა

სიბერის საწინააღმდეგო ხალხური რეცეპტი

სიბერე კანონზომიერი ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ იგი უნდა იყოს ტკივილების გარეშე. თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ სიბერემდე ადამიანს არასწორი ცხოვრების წესი ჰქონდა. ეს კი გულისხმობს შრომისა და დასვენების, სწორი კვების რეჟიმის დარღვევას.

ჩვენ მრავალი წლის მანძილზე გულმოდგინედ ვიგროვებთ ორგანიზმში მავნე ნივთიერებებს, რისთვისაც ბუნება დაგვსჯის ნაადრევი დაბერებით, სხვადასხვა ავადმყოფობებით. ვინც აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ხალხური მედიცინის რჩევებსა და საშუალებებს, იცხოვრებს დიდხანს, ქიმიური წამლებისა და დაავადებების გარეშე.

 

რეცეპტები გასაახალგაზრდავებლად

1 – იღებენ 400 გრ ნიორს. ასუფთავებენ. ხეხავენ. 24 ცალ ლიმონს წურავენ, ურევენ ნიორსა და ასხამენ ქილაში. აფარებენ მარლას. მიღების წინ ანჯღრევენ. წინასწარ აზავებენ ანადუღარი წყლით. (2 ჩ.კ. ნარევს ხსნიან 1/2 ჭ წყალში) 1-2 კვირის შემდეგ ადამიანს ემატება ენერგია და ხალისი.

2 – ყოველდღიურად უზმოზე ღებულობენ 1 ჩ.კ. ნარევს (1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლისა და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი).

3 – ერთმანეთში ურევენ 3 ჭიქა ქაცვის წვენს, 50 გრ თაფლს, 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 1/2 ჭიქა პიტნის ნაყენსა და დგამენ 2 საათით სიცივეში.

მიღება: 3/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.

4 – იღებენ 300 გრ კაკალს, 300 გრ გარგარის ჩირს, 300 გრ ქიშმიშს, 3 ცალ ლიმონს კანიანად, ყველაფერს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 300 გრ თაფლსა და ურევენ. ინახავენ მაცივარში.

მიღება: 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

 

სასმელი სიმხნევისათვის – “სიხარული”

1 ჩ.კ. ჭინჭარი + 1 ჩ.კ. მატიტელა + 1 ჩ.კ. ასკილი; ნაკრებს ასხამენ 1-1/2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 3 სთ და სვამენ ერთ მიღებაზე.

 

mlk.ge

იტვირთბა....