არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ცნობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
Reuter-ის ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულ კონფლიქტს ათეულობით ჯარისკაცი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმება კვლავაც ირღვევა კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ.