ევროპის პარლამენტის 46-მა წევრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საჯარო წერილით მიმართა. ისინი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვენ. – ამ ინფორმაციას Euromaidan Press ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 22 მარტს რუსულმა სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნადეჟდა სავჩენკო გამოძიების ლეგიტიმურობასა და ბრალდებას არ აღიარებს და მე-9 დღეა, რაც მშრალ შიმშილობას აგრძელებს.