უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქართველი პოლკოვნიკის, არჩილ ცინცაძის მეუღლეა. არჩილ ცინცაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-იანი წლების კონფლიქტების მონაწილეა, აქვს უმაღლესი სამხედრო განათლება და 1995-2008 წლებში იყო საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში. ამჟამად ცინცაძე კერძო დაცვის სამსახურს Ангелы-2-ს ხელმძღვანელობს.
გუშინ უკრაინის რადამ ახალი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანს და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გროისმანის მთავრობაში იქნება ივანა კლიმპუშ-ცინცაძეც.
ვინ არის ქართველი პოლკოვნიკის მეუღლე და როგორ მოხვდა ის უკრაინის პოლიტიკაში?
ივანა კლიმპუში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი 2014 წელს გახდა. მას საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ივანა 2002 წლიდან 2007 წლამდე BCC-ბიუროს კორესპოდენტი იყო და ძირითადად ქართულ და აშშ-ს საკითხებს აშუქებდა.