საზოგადოება სამართალი

გაუპატიურება Twitter-ის პირდაპირ ეთერში

 

ამერიკაში დაიწყო გამოძიება პირდაპირ ეთერში გაუპატიურების ჩვენების გამო. გაუპატიურების ტრანსლაცია მოაწყო Twitter-ის  მომხმარებელმა მარინა ლონიომ, რომელმაც საკუთარი ექაუნთის მეშვეობით წინა დღეს დააანონსა ჩანაფიქრი.-ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

რამდენიმე ხნის წინ Twitter-მა, “ფეისბუქის“ მსგავსად, დააყენა აპლიკაცია, რომელიც პირდაპირი ეთერის საშუალებას იძლევა. როგორც ექსპრტები აცხადებენ, ამ აპლიკაციის ბოროტად გამოყენების ფაქტები იზრდება. იყო შემთხვევა, როდესაც ციხიდან პატიმრება რეალითი შოუც კი მოაწყვეს.

ალბათ,  დასაფიქრებელია, რამდენად მისაღებია სოციალური ქსელების მეშვეობით,  პირდაპირი ტრანსლაციის აპლიკაციის დაყენება –  წერს ჩეხური მედია BBC-ზე დაყრდნობით.

როგორც ჩეხური მედია წერს, “ფეისბუქმა” და “ტვიტერმა” შესაძლებელია ლაივ ფუნქციები აკრძალონ.

იტვირთბა....