არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ოთხ წელიწადში ერთხელ მას, ვინც არარეზიდენტია და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლოში ჩამოვიდეს და აქ დამოუკიდებლად, ფარულობის დაცვით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა” – მარიამ ლაშხი ემიგრანტებზე

“გეოპოლიტიკურ ჭრილში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-სა და ევროპაშიც საუბარი არის გარე ჩარევებზე, – განაცხადა მარიამ ლაშხმა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის არჩევანის თავისუფლება.

„ეს არის კონსტიტუციის 24-ე მუხლი, როდესაც არჩევანის თავისუფლება უნდა დავიცვათ. სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების. ოთხ წელიწადში ერთხელ მას, ვინც არარეზიდენტია და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლოში ჩამოვიდეს და აქ დამოუკიდებლად, ფარულობის დაცვით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე საკომიტეტო მოსმენა დღეს გაიმართება. კოდექსი სრულად განახლდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც ხმას საძღვერგარეთ ვეღარ მისცემენ.

იტვირთბა....