აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა – „სიენენი“

ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და დაზიანდა რამდენიმე შენობა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ისრაელის საგანგებო სამსახურების ცნობით, რაკეტა ქალაქ ზარზირში მდებარე ერთ-ერთ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და გაჩნდა ხანძარი.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებული.

მანამდე, ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა.

იტვირთბა....