აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენი მოწამეებისთვის შურს ვიძიებთ” – მოჯთაბა ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის შვილის, მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, ქვეყანა არ დაივიწყებს „მოწამეების სისხლს“ და მზად არის შური იძიოს როგორც უზენაესი ლიდერის, ისე ომის დროს დაღუპული მოქალაქეების გამო. მისი თქმით, თეირანი მოითხოვს ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი მოწინააღმდეგეების აქტივების განადგურებას და რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმას არ გამორიცხავს.

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ზეწოლის ინსტრუმენტად კვლავ დახურული დარჩება. მისი თქმით, ირანის მთავარი სამიზნე მხოლოდ ამერიკული ბაზებია, ხოლო მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებენ.

“მე, თქვენმა მსახურმა, სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეიმ, თქვენთან ერთად და ისლამური რესპუბლიკის ტელევიზიით, ერთდროულად გავიგე ექსპერტთა საპატიო ასამბლეის კენჭისყრის შედეგების შესახებ. ჩემთვის რთული ამოცანაა იმ ადგილას ჯდომა, სადაც ორი დიდი ლიდერი, დიდი ხომეინი და მოწამე ხამენეი ისხდნენ. მე მამა და ცოლი დავკარგე. ჩემმა დამ შვილი და ქმარი დაკარგა. გარწმუნებთ, არ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოწამეებისთვის შურს ვიძიებთ. საქმე მხოლოდ ჩვენი უზენაესი ლიდერის მოწამეობრივ სიკვდილს არ ეხება. საქმე ყველა ჩვენს თანამემამულეს ეხება, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ხალხს ომის დროს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ კომპენსაციას მოვითხოვთ. თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, მაშინ მათ აქტივებს გავანადგურებთ. რეგიონში არსებული აშშ-ის ყველა ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ბაზებზე იერიში განხორციელდება. ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ გარშემო არსებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება. ჩვენ მათი მტრები არ ვართ და ჩვენი სამიზნე მხოლოდ ამერიკული ბაზებია” – განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

იტვირთბა....