აშშ-მა ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყა. ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ახალი მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიზნეებს შორის იყო დაახლოებით 60 გემი და 30 ხომალდი, რომლებიც დააზიანეს ან გაანადგურეს.
ამასთან, ირანში აშშ-ის სამიზნეები ასევე იყო სამეთაურო ცენტრები, იარაღის წარმოების ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ცენტრები, წყალქვეშა ნავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

