ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
დღეს, 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა “ბათუმელებისა” და ონლაინპლატფორმა “ნეტგაზეთის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას
ცნობისთვის, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

