მთავარი მსოფლიო

ცუკერბერგი ფეისბუქით ტელევიზორის ჩანაცვლებას გეგმავს

F8 developers-ის კონფერენციაზე, რომელიც სულ ახლახანს ჩატარდა, ფეისბუქის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად ისაუბრა კომპანიის 10 წლიან გეგმებზე და მონახაზი გააკეთა სამომავლო მარშუტზე.

მარკმა ხაზი გაუსვა  “Sponsored chats“-ის გეგმას. მარკეტერებს შეეძლებათ დასპონსორებული, დაფინანსებული სმს-ების გაგზავნა მომხმარებლებთან ფეისბუქის მესენჯერის მეშვეობით.

მარკმა ასევე ისაუბრა, სატელიტებსა და თვითმფრინავებზე და რომ მათ შექმნაზე უკვე მუშაობენ. ეს სიახლე გაავრცელებს ინტერნეტს ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომობა სოციალურ ქსელებთან უინტერნეტობის გამო, მაგალითად, საჰარაში (აფრიკა). ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა.

 

ასევე აღმოჩნდა, რომ ფეისბუქის გეგმებში ვირტუალური რეალობის ცხოვრებაში დაგეგმვა შედის, რომლისაგანაც შორს ახლაც არ ვართ. მარკმა აღნიშნა, რომ გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გაძლიერებაზე და სურს სხვა ტექნოლოგიებთან ერთად შემქნას ყურსასმენები ინტეგრირებული მიკროფონებით.

“ჩვენ გვსურს საზოგადოება ახალ სოციალურ ეტაპზე გადავიყვანოთ”-აღნიშნა მარკმა.

 

360 გრადუსიანი კამერა ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმებში ისიც მოხვდა, როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, მათი იდეაა Facebook Surround-ის შექმნა, რომელიც 360 გადაიღებს ფოტო-ვიდეოებს და შექმნის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტს.

 

მარკმა ორიოდ სიტყვით მიმოიხილა Facebook Live-ი და დამსწრეებს წარუდგინა დრონი, რომელიც იღებს პირდაპირ ეთერს.

რაც შეეხება, Facebook’s Instant Articles-ის პროგრამას, ფეისბუქის წარმოადგენლები იმედოვნებენ, რომ მარკეტერებს ძალიან გამოადგებათ და საქმეს გაუადვილებს აღნიშნული სიახლე, ვინაიდან მთლიანი კონტენტისა და სტატიის News Feed-ებში გამოჩენას შეუწყობს ხელს.

საბოლოოდ, კი როგორც მარკის საუბრიდან აღინიშნა, კომპანია აპირებს 1 მილიონი დოლარის აპლიკაციის შექმნას და ტელევიზორის ჩანაცვლებას ფეისბუქით.

wom.ge

იტვირთბა....