ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზვიად ძიძიგური: ვფიქრობ, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური NDI-ის კვლევების კომენტრებისას აცადებს, რომ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე.

”NDI-ის წინა კვლევების მიხედვით, ”ნაციონალები“ უსწრებდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ჩემთვის ყველაზე სერიოზული კვლევა კი საქართველოში არის არჩევნების შედეგები. როდესაც კვლევა გვეუბნება 31 პროცენტმა არ იცის მისი მაჟორიტარი ვინ არისო, ვფიქრობ, რომ რაღაც მასიურ სკლეროზთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე. მე ამ კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები მაქვს”. -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევების მიხედვით 58%-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა – 11%-მა.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

იტვირთბა....