ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიის არმიის 29 ოფიცერი ISIS შეუერთდა

გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის (MAD) შიდა მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის სამხედრო ძალების სულ მცირე 29 ოფიცერი გაემგზავრა სირიაში ტერორისტულ დაჯგეუფებებში გასაერთიანებლად. სპეცსამსახურების ინფორმაციით, მიმდინარეობს მოკლვევა 65 ჯარისკაცის შესახებ იმის გასაგებად იბრძვიან თუ არა ისინი ჯიჰადისტების მხარეს.

კონტრდაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით გერმანული სააგენტო DPA  წერს, რომ 29 გერმანელი ჯარისკაცი სირიაში გაემგზავდა, მოგვიანებით კი ISIS შეუერთდა.

გერმანული სოციალ-დომოკრატიული პარიის წევრი ჰან- პეტერ ბარტერი, რომელსაც ჯარის ზედამხედველობა ევალება  აცხადებს, რომ ისლამიზმი ბუნდესვერისთვის მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საფრთხე ნამდვილად არსებობს და ყურადღებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ICCT-ის (საერთაშორისო კონტრტერორისტული ცენტრის) ინფორმაციით, 700-ზე მეტი  გერმანელი ჯარისჯაცი ISIS-ის რიგებში იბრძვის.

იტვირთბა....