ახალი ამბები მთავარი

“მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს გადაწყვეტილების შესახებ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მოიწვიონ ეუთო ოდირის მისია, რათა თავიდან აირიდონ საზოგადოების მხრიდან ის ზეწოლა, რომელსაც წინა წლის არჩევნების შემდეგ ჰქონდა ადგილი.

“ევროპული ბიუროკრატიის მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო ოდირის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო ოდირს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას“, – განცხადა კობახიძემ.
იტვირთბა....