ახალი ამბები მთავარი

“ერთადერთი, ვისაც პუტინი უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია” – ფინეთის პრეზიდენტი

“ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, რაც პრეზიდენტ პუტინს ესმის, ძალაა, ერთადერთი, ვისაც ის უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია”, – ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბმა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, თუ პუტინი არ შეასრულებს ტრამპთან შეთანხმების პირობებს მისგან პაუხს აუცილებლად მიიღებს.

„რა თქმა უნდა, თუ რუსეთი არ შეასრულებს პრეზიდენტ ტრამპთან ორშაბათს მიღწეული შეთანხმების პირობებს, რომელიც თავდაპირველად პუტინსა და ზელენსკის ორმხრივ შეხვედრას, შემდეგ კი პუტინს, ზელენსკის და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი, ამა თუ იმ გზით, უპასუხებს“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

იტვირთბა....