ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს” – დონალდ ტრამპი

“თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს” – ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც გარკვეულ ტელეარხებს მიკერძოებულობასა და რესპუბლიკელებისა და კონსერვატების არასამართლიან გაშუქებაში ადანაშაულებს.

„რატომ არ იხდიან ABC და NBC FAKE NEWS, მსოფლიოს ორი ყველაზე ცუდი და მიკერძოებული ტელეარხი წელიწადში მილიონობით დოლარს ლიცენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის, მაგრამ, სულ მცირე, დიდი თანხა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ აქვთ ყველაზე ღირებული ეთერის გამოყენების პრივილეგია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი.

იტვირთბა....