მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს,- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილის მიერ სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვებას და მდინარაძის დანიშვნას.
თინა ბოკუჩავას თქმით, “ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა”.
“ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის მამუკა მდინარაძე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს, ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ” – აღნიშნა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა, ოხანაშვილი კი უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა.

