დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ მათი მიზანი არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად საჭირო გზის პოვნა იყო.
რასმუსენის თქმით, დანიამ უკვე გაზარდა საკუთარი წვლილი სამხედრო შესაძლებლობებში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს უკვე აქვს ფართო სამხედრო წვდომა გრენლანდიაზე 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების საფუძველზე.
„აშშ-ის ყოველთვის შეუძლია, მოითხოვოს თავისი წარმომადგენლობის გაზრდა გრენლანდიაში და ჩვენ კონსტრუქციულად განვიხილავთ ასეთ თხოვნებს“, – განაცხადა რასმუსენმა.

