ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთს გადასცა – ფაშინიანი

აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთს გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშიანიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩათრიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა გადმოგვცეს ჰაკარის ხიდზე და ახლა სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან…

გევორგ სუჯიანს, დავით დავთიანს, ვიგენ ეულჯეკჯიანს წინასწარი შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ვაგიფ ხაჩათრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი შეფასებით დამაკმაყოფილებელია. ისინი ერევანში მიდიან” – წერს ფაშინიანი.

იტვირთბა....