ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა

დღეს, 23 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ირაკლი კობახიძემ  სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა, ოხანაშვილი კი უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიციაზე იქნება.

პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სუს-ის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვით და გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას” – განაცხადა კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....