ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა – აღნიშნულის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
“უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

