აშშ-მ ვენესუელური ნავთობის გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას CNN დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-მ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ვენესუელური ნავთობის პირველი პარტიის გაყიდვა დაასრულა და ნავთობის დამატებითი გაყიდვები უახლოეს დღეებსა და კვირებშია მოსალოდნელი.
მანამდე, ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის, დაკავების და ნიუ-იორკში გადაყვანის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა რომ ქვეყნის ნავთობის რეზერვების გამოყენებას გეგმავდა და აშშ ვენესუელური ნავთობის გაყიდვებს განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებდა.
გასულ კვირაში კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავთობის ინდუსტრია ვენესუელის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად მინიმუმ 100 მილიარდ დოლარს ჩადებს.

