აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ალექსეი სკლიარი მოსკოვში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ალექსეი სკლიარი მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – რუსული მედია წერს, რომ ადგილზე მისვლისას მაშველებს კარი ღია დახვდა და სკლიარის ცხედარი ზღურბლზე ესვენა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ყოფილმა თანამდებობის პირმა მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ის ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობდა. წყაროების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია:

“თქვენ კითხულობთ ჩემს წერილს, როცა მე ცოცხალი აღარ ვარ, ყველაფერში ჩემი ცოლია დამნაშავე“.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, სკლიარმა მსგავსი შეტყობინება ყოფილ კოლეგასაც გაუგზავნა, რომელიც ამჟამად ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროში მუშაობს.

50 წლის ალექსეი სკლიარი 2018 წლიდან შრომის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ინფორმაციულ სისტემებსა და ელექტრონული სამთავრობო სერვისებს კურირებდა. 2022 წელს მიშუსტინის ბრძანებით იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „კომერსანტის“ ცნობით, სკლიარმა თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა.

იტვირთბა....