ახალი ამბები მთავარი

„ქართულ ოცნებას“ პენიტენციურ დაწესებულებაში სერიოზული პრობლემები აქვს” – ლევან სანიკიძე

“ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით სერიოზული პრობლემები აქვს” , – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პენიტენციურ სამსახურში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ბაჩიაშვილს ეხებოდა, გამოეხმაურა.

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, რომ დაკავშირებული არ იყოს გიორგი ბაჩიაშვილთან, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული თანამშრომლები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ეს არის სამარცხვინო განცხადება, სადაც ისევ დაზარალებულზე ხდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან ისრების გადატანა და აქედან გამომდინარე ის ქაოსი, რომელიც სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, სახელისუფლებო ვერტიკალში არსებობს, ბუნებრივად გადასულია პენიტენციურ სამსახურში.

ეს საკადრო ცვლილებები იმდენად დელიკატურად გამოიყურება, რომ ყოფილი უფროსების დაბრუნება უწევთ პენიტენციურ სამსახურში. ეს ნათელი მაგალითია, რომ „ქართული ოცნების“ ვერტიკალი ძალიან შერყეულია, ეს ბუნებრივია დაკავშირებულია პროტესტთან, გარე თუ საშინაო წნეხთან, რომელიც არსებობს – პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

უწყების განმარტებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.

„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ” – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

იტვირთბა....