“უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს”, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დემოკრატიული ერებისთვის უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი.
„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბევრი ადამიანის მიზანი და ოცნებაა. ისინი ამ დროშას უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ დავუთმობთ“, – განუცხადა ხალხს ზელენსკიმ.

