NDI-ს კვლევების თანახმად, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს; 6%-მა – შალვა ნათელაშვილი, 5%-მა – გიორგი კვირიკაშვილი, 3%-მა კი – დავით სერგეენკო დაასახელა.
როგორც NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა, აქამდე ჩატარებულ კვლევებში ინტერვიუარები თავად სთავაზობდნენ რესპოდენტებს პოლიტიკოსების ჩამონათვალს, თუმცა ახლა რესპოდენტებს მოსაწონი და არ მოსაწონი პოლიტიკოსების დასახელება თავად შესთავაზეს.
კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ”, პასუხი „არ ვიცი” რესპოდენტთა 28% -მა გასცა, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი 10%-მა განაცხადა.
რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომელიც არ მოსწონთ, სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 4%-ით. გამოკითხულთა 3%-ს არ მოსწონს ეკა ბესელია; ასევე 3%-ს არ მოსწონს გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2%-ს არ მოსწონს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი; აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი” გამოკითხულთა 42%-მა გასცა, უარი პასუხზე კი – 16%-მა განაცხადა.