მედიის განვითარების ფონდი (MDF) ანტიკორუფციული ბიუროსგან მიღებულ კიდევ ერთ წერილს განცხადებით პასუხობს, განცხადებაში ნათქვამია რომ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული ინპექტირების პროცესი უკანონოა და მთავრობისგანაა განპირობებული.
„ჩვენი ორგანიზაცია არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ავტონომიური მმართველო ორგანო – აღმასრულებელი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა განსაზღვრულია წესდებითა და კანონმდებლობით, და ორგანიზაცია არავის მითითებასა და კონტროლს არ ექვემდებარება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ პირველად 8 აგვისტოს მიიღო წერილი, რომლითაც მოთხოვნილია განმარტებები თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად.

