ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI-ის კვლევა: „ქართულ ოცნება” 15%, „ნაციონალური მოძრაობა” – 13%

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის პასუხის მიხედვით, მოსახლეობის 15% კოალიცია „ქართულ ოცნებას” ასახელეს, შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა” – 13%; თავისუფალი დემოკრატები – 6%; მოსახლეობის 36%-მა არ იცის თუ ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება მხოლოდ იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, კოალიცია „ქართულ ოცნებას” 29% მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობას” კი 27%.

NDI-ის გამოკითხვა  2016  წლის  23  თებერვლიდან   4  მარტის   პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით  3,900 პირისპირ ინტერვიუს  წარმომადგენლობითი  შერჩევის  საფუძველზე,  ქვეყნის ქართულ,  სომხურ  და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

იტვირთბა....