ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის 51 დეპუტატის კრიტიკულ რეზოლუციას გამოეხმაურა და საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევებაზე ისაუბრა.
“ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდშია სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს PACE-ის 51-მა დეპუტატმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი საპარლამენტო ასამბლეას მოსთხოვენ, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება შეწყვიტოს, თუ “ქართული ოცნება” ავტორიტარული უკუსვლას არ შეწყვეტს.

