რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
“უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი დროული და ძალიან სასარგებლო იყო. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთქმედების პრაქტიკულად ყველა სფერო, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის შესაძლო სამართლიანი საფუძვლებით მოგვარებაზე. და რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ კრიზისის გენეზისზე, მიზეზებზე. სწორედ ამ ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს პრობლემის მოგვარების საფუძველი.
დიდი ხანია, ამ დონეზე ამ ტიპის პირდაპირი მოლაპარაკებები არ გვქონია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იყო შესაძლებლობა, მშვიდად და დეტალურად კიდევ ერთხელ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი პოზიცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც სამხედრო მოქმედებების სწრაფად დასრულების აუცილებლობას ხედავს. ჩვენც გვსურს ეს და გვსურს, ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.
საუბარი ძალიან გულწრფელი, ინფორმაციული იყო და ჩემი აზრით, ეს გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

