პარასკევს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გამართეს.
ამასთან დაკავშირებით ტრამპი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
“დიდებული და წარმატებული დღე ალასკაში – რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ასევე მქონდა გვიანი სატელეფონო ზარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, NATO-ს გენერალურ მდივანთან.
ეს განმსჭვალული იყო საუკეთესო გზის საპოვნელად, რათა დასრულდეს ეს შემაძრწუნებელი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და მიღწეულ იქნეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს და არ იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის შენარჩუნებული.
პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში, ოვალურ ოფისში ორშაბათ შუადღეს მოვა – თუ ყველაფერი იმუშავებს, ჩვენ ჩავნიშნავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან.
პოტენციურად მილიონბით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“. – წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე

