ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა

პარასკევს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალასკაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე გამართეს.

დონალდ ტრამპის მეუღლემ, მლანია ტრამპმა, პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა. ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა წერილი პუტინს ალასკაში გამართული სამიტის დროს პირადად გადასცა.

წერილის შინაარსი საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში მოხსენიებული იყო უკრაინაში, ომის პერიოდში გატაცებული ბავშვების მდგომარეობა.

უკრაინა აცხადებს, რომ ათობით ათასი ბავშვის გატაცება და მათი რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანა, ოჯახის წევრების ან მეურვეების თანხმობის გარეშე, სამხედრო დანაშაულია, რომელიც გაეროს ხელშეკრულების თანახმად გენოციდის განმარტებას შეესაბამება.

მანამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ ის დაუცველ ბავშვებს ომის ზონისგან იცავდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთმა მილიონობით უკრაინელ ბავშვს ტანჯვა მიაყენა და მათი უფლებები დაარღვია მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი მოტაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლეს – ხელისუფლების ვარაუდით, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია, უკრაინის ომბუდსმენის მონაცმებით, საოკუპაციო ძალებს 150 000-მდე ბავშვი ჰყავთ გატაცებული.

იტვირთბა....