ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება ტრამპს, აშშ-ის პრეზიდენტს.
ამის შესახებ ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, მაშ შემდეგ რაც ალასკადან ვაშინგტონში დაბრუნებულ პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ ერთი ერთში და შემდეგ ასევე ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. ჯამში, საათნახევარზე მეტი ვისაუბრე, დაახლოებით საათი — პრეზიდენტ ტრამპთან.

უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს მშვიდობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შესახებ, საუბრის ძირითად საკითხებზე, მოკლედ მომიყვა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერე გავლენას ახდენს სიტუაციაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა შეიძლება ლიდერების დონეზე, სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია.

ორშაბათს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ვაპირებ, განვიხილო ყველა დეტალი მკვლელობებისა და ომის დასრულების შესახებ. მადლიერი ვარ ამ მოწვევისთვის.

ამერიკასთან უსაფრთხოების საიმედო გარანტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულები. განვიხილეთ ამერიკული მხარის პოზიტიური სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“, — წერს ზელენსკი.

ალასკაში ტრამპი-პუტინის სამიტი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
იტვირთბა....