ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიკოთზე ავტომობილს, რომლითაც ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთზე ავტომობილს, რომლითაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკუნა ჟვანია წერს.

მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხაბეს, ვახლდი სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და იქედან წამოსულებს , რიკოთზე გზაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა !!! 1 წუთიც და ჰაერში ავიწეოდით … ღმერთით, ბედად მძღოლებმა მიგვახვედრეს, რომ ავტომობილს ცეცხლი ეკიდა. ყველა უვნებელი და მშვიდობიანად ვართ !!! მადლობა უფალს!” – წერს მაკუნა ჟვანია. 

იტვირთბა....