ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაზეა.
მისი თქმით, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიღწევადია.
ვგეგმავ პუტინთან ტერიტორიების საკითხის განხილვას, თუმცა საბოლოო სიტყვა ამ მხრივ უკრაინაზეა. რაღაც გამოვა. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევები „ძალას ჰმატებს“, თუმცა, რეალურად, ეს მას ზიანს აყენებს. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კიევსა და ევროპაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად ითვლება, რეალურად მიღწევადია. დიახ, შესაძლოა ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდეს უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ არა ნატოს ფორმატში, – განაცადა ტრამპმა ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე.
შეგახსენებთ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ალასკაში ტრამპი-პუტინის ისტორიული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და განიხილება კრიზისის დარეგულირების მთავარი მექანიზმები. შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

