ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა კაციას მომდევნო სხდომა, 26 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას მომდევნო სხდომა, 26 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ნიკოლოზ კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, ვინაიდან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, აქვს პოზიტიური მოლოდინები. მისი თქმით, “ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს იმ ერთობლიობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს”.

ბრალდების მხარემ მხოლოდ პოზიციები წარმოადგინდა და მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს იმ ერთობლიობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
მოგვიანებით, უკვე 26 აგვისტოს, ჩვენ, დაცვის მხარე წარმოვადგენთ დაკვნით სიტყვას, სადაც დეტალურად აღვწერთ რა ხარვეზები ჰქონდა გამოძიებას, რამდენად გაყალბებულია მტკიცებულებები, რაც დღეს ნიკა კაციას მიმართ არსებობს. 

აპრიორი, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილებები გამოვიდა უკვე გამართლებულების მიმართ, აქ ქმნის იმას, რომ შესაძლოა ჩვენს მიმართაც იგივე ფორმატით გავრცელდეს, თუმცა მაქვს პოზიტიკური დამოკიდებულება, პოზიტიური მოლოდინი, ერთადერთი საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა კი არა, გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტზე აღარ ვსაუბრობს, დასაბუთებული ვარაუდიც არ არსებობს, რომ ნიკოლოზ კაციამ ჩაიდინა აღნშნული დანაშაული. ეს მიქმნის მოლოდინ, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები,” – ამბობს ნინო ლომინაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ექსპერტის ჩვენების მიხედვით, ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა.

იტვირთბა....