დღეს კახა კალაძემ ბაჩიაშვილის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ “ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი”. მისი განცხადება განსხვავდება სუს-ის ვერსიისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილი “წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა” და სწორედ იქ მოხდა მისი დაკავება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ენმ-ის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი განცხადებას ავრცელებს.
“ოხანაშვილი-მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოაყვირა ახლა, რომ აი, იცით რა ჩამოვიყვანეთ, არადა სუს-ის ვერსია აბსოლუტურად სხვა არის.
ეს ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან გასცა ფაქტობრივად ოხანაშვილ-მდინარაძის ვერსია.
ეს ოპერაცია ჩაატარა ГРУ-მ, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც საჩუქარი გაუკეთეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. ანეკდოტია, რომ ამ ოპერაციას ვითომ ატარებენ მდინარაძე და ეს უწყება. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს, კალაძემ ფაქტობრივად ეს ყველაფერი გასცა. შესაბამისად სასამართლო-საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა, გენერალურმა მდივანმა ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად” – თქვა ენმ-ის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა.

